ფოტო
კონსულტანტი
ლოკაცია: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვადა: 2025-11-12 - —
თოლიას ყველაზე გემრიელი და მხიარული გუნდი აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე: ძირითადი ფუნქციები: კლიენტების კონსულტირება და მომსახურება; სალაროსთან და პროგრამასთან მუშაობა; პროდუქციის მიღება და განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით; პროდუქციის რეალიზებამდე ვადების მონიტორინგი; სანაყინე დანადგარების გამართული მუშაობისთვის შესაბამისი პროცედურების დაცვა; უსაფრთხოების და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ინგლისური და რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე; პროგრამების ცოდნა: MS Excel; 1C თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; სასურველია სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება; სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. სამუშაო პირობები: ადგილი: თბილისი, გლდანი  გრაფიკი: დღეში 6-8 საათი ანაზღაურებადი ზეგანაკვეთური საათები; ანაზღაურება: 1100-1300 ლარი საჭიროების შემთხვევაში ტრანსპორტირება საცხოვრებელ ადგილამდე კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://tolia.ge/ თოლია წარმატებებს გისურვებთ!